კალკულატორი

გამოთვალეთ ტრანსპორტირების სავარაუდო ღირებულება აუქციონიდან საქართველომდე.

ჯამი -

ზუსტი ტარიფებისთვის დაგვიკავშირდით - ფასი დამოკიდებულია აუქციონის მდებარეობასა და ავტომობილის ტიპზე.

კონტეინერის ძებნა

მიუთითეთ კონტეინერის ნომერი და აირჩიეთ გადამზიდი ხაზი - სისტემა ავტომატურად გადაგამისამართებთ ოფიციალურ პორტალზე ტვირთის რეალურ დროში სათვალთვალოდ.

დაუკავშირდით გაყიდვების მენეჯერს

დატოვეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი - ჩვენი მენეჯერი უმოკლეს დროში დაგიკავშირდებათ და ამომწურავად გიპასუხებთ ავტომობილის შერჩევასთან, ტარიფებთან და ვადებთან დაკავშირებულ ყველა შეკითხვაზე.

ან დაგვირეკეთ პირდაპირ: 032 2 500 504

ლოტის ნომრით დათვლა

ჩაწერეთ აუქციონის ლოტის ნომერი - სისტემა ავტომატურად განსაზღვრავს ავტომობილის ლოკაციას და დაითვლის საქართველომდე ტრანსპორტირების ზუსტ ღირებულებას.

ავტომობილის იმპორტი ამერიკიდან

სრული მომსახურება ერთ სივრცეში: ავტომობილის შერჩევა აშშ-ის წამყვან აუქციონებზე, უსაფრთხო შესყიდვა, ტრანსპორტირება, საბაჟო პროცედურები და ჩაბარება საქართველოში.

როგორ ვმუშაობთ

რას მოიცავს ავტომობილის ჩამოყვანის სერვისი

ავტომობილის იმპორტი ამერიკიდან რამდენიმე ეტაპს მოიცავს - შერჩევიდან ფოთის პორტში ჩაბარებამდე. VG Auto Export პროცესის თითოეულ რგოლს სრულად მართავს, თქვენ კი გადაზიდვის მიმდინარეობას VIN კოდით, ონლაინ რეჟიმში ადევნებთ თვალს.

ჩვენ ვმუშაობთ Copart-ის, IAAI-სა და აშშ-ის სხვა წამყვან ავტოაუქციონებთან. ყიდვამდე გირჩევთ გაეცნოთ საექსპორტო დოკუმენტაციის ცხრილს, რადგან ყველა შტატის საბუთი არ იძლევა ექსპორტის უფლებას.

  • აუქციონზე შერჩევა
  • შეძენა და გადახდა
  • სახმელეთო გადაზიდვა აშშ-ში
  • საკონტეინერო გადაზიდვა
  • განბაჟება
  • ჩაბარება ფოთში
ავტომობილების საკონტეინერო გადაზიდვა - VG Auto Export

ეტაპები

ჩამოყვანის პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ

შერჩევა და შეფასება

გეხმარებით საუკეთესო ვარიანტის შერჩევაში, ისტორიის შემოწმებასა და რეალური მდგომარეობის შეფასებაში.

აუქციონზე შეძენა

ვმონაწილეობთ ვაჭრობაში თქვენი სახელით და უზრუნველვყოფთ შესყიდვის უსაფრთხო ტრანზაქციას.

შიდა ტრანსპორტირება (აშშ)

ავტომობილი აუქციონის მოედნიდან უსაფრთხოდ გადაგვყავს ჩვენს უახლოეს საპორტო საწყობში.

საზღვაო გადაზიდვა

ტვირთი იგზავნება კონტეინერით ფოთის ან ბათუმის პორტის მიმართულებით - პროცესს ახლავს დეტალური ფოტორეპორტი.

დაბინავება, განბაჟება და ჩაბარება

პორტში მიღების შემდეგ ვეხმარებით საბაჟო პროცედურებში და ავტომობილს პირადად გაბარებთ.

კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

რამდენი ხანი სჭირდება ავტომობილის ჩამოყვანას?

ტრანსპორტირების ვადა დამოკიდებულია შტატის მდებარეობასა და საკონტეინერო ხაზის განრიგზე (საშუალოდ 6-8 კვირა). ყოველი ეტაპი - აუქციონი, შიდა გადაზიდვა, საზღვაო პორტი და ფოთი - დასტურდება ფოტორეპორტით, რისი შემოწმებაც VIN კოდით ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.

რა ჯდება ტრანსპორტირება?

ღირებულება ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ავტომობილის გაბარიტებზე, აუქციონის ლოკაციასა და დანიშნულების პორტზე. ზუსტი ტარიფის დასათვლელად გამოიყენეთ ჩვენი კალკულატორი ან დაუკავშირდით ჩვენს მენეჯერს.

რომელი აუქციონებიდან შეიძლება შეძენა?

ვმუშაობთ Copart-თან, IAAI-სთან, Manheim-თან და სხვა მსხვილ ამერიკულ ავტოაუქციონებთან. აუქციონებზე ვაჭრობის შესასწავლად იხილეთ ჩვენი ვიდეო გაკვეთილები.

როგორ გადავამოწმოთ, გამოდგება თუ არა ავტომობილის საბუთები ექსპორტისთვის?

გადაამოწმეთ დოკუმენტის სტატუსი ჩვენს საექსპორტო დოკუმენტაციის ცხრილში - ცალკეული შტატის საბუთებით (მაგალითად, California-ს ზოგიერთი ტიპის Bill of Sale) ავტომობილის ქვეყნიდან გაყვანა დაუშვებელია. რისკების თავიდან ასაცილებლად, შეძენამდე ყოველთვის გაიარეთ კონსულტაცია ჩვენს ოპერატორთან.

შემიძლია პროცესს თვალი ვადევნო?

დიახ - ოთხივე ეტაპის ფოტორეპორტი თქვენს ავტომობილს მიჰყვება: აუქციონი, ტრანსპორტირება აშშ-ში, ამერიკის პორტი და ფოთი. საკონტეინერო ხაზის მხრიდან გადაზიდვის სტატუსს კი გაიგებთ.

მზად ხართ ჩამოიყვანოთ ავტომობილი?

გამოთვალეთ სავარაუდო ღირებულება ან მოგვწერეთ - დაგეხმარებით შერჩევიდან ჩაბარებამდე.

კონტაქტი