VIN (Vehicle Identification Number) არის ავტომობილის უნიკალური, 17-სიმბოლოიანი საიდენტიფიკაციო კოდი („ავტომობილის პირადობის მოწმობა“). მასში გაშიფრულია ძირითადი ქარხნული მონაცემები: მწარმოებელი ქვეყანა, ბრენდი, მოდელი, გამოშვების წელი, ძრავის ტიპი, ქარხანა და კომპლექტაცია.
რატომ არის აუცილებელი VIN კოდის შემოწმება ყიდვამდე?
აუქციონზე განთავსებული ფოტოები და მოკლე აღწერა ხშირად სრულ სურათს არ იძლევა. VIN კოდის საშუალებით (CARFAX, AutoCheck ან EpicVIN ბაზებში) შეგიძლიათ გაიგოთ ავტომობილის სრული ისტორია:
- წარსული ავარიები და დაზიანებები: უსაფრთხოების ბალიშების (Airbag) გახსნის ისტორია და საგზაო შემთხვევის სიმძიმე.
- რეალური გარბენი: ჩამოყრილია თუ არა ოდომეტრი (Odometer Fraud).
- სადაზღვევო სტატუსი და რისკები: წყალდიდობაში მოყოლა (Flood/Water Damage), ხანძარი ან არის თუ არა მოპარული.
- ხელმეორედ გაყიდული ლოტები: იყო თუ არა ავტომობილი უკვე გაყიდული სხვა აუქციონზე, რათა თავიდან აიცილოთ კუსტარულად აღდგენილი და „გალამაზებული“ ავტომობილის შეძენა.
- სერვისის ისტორია: რეგულარული ტექდათვალიერება და ზეთის ცვლის პერიოდულობა.
VIN კოდი ტრანსპორტირების პროცესში (Tracking)
VG Auto Export-ის მომხმარებლებისთვის VIN კოდი არის ავტომობილის გადაადგილების თვალყურის დევნების მთავარი ინსტრუმენტი. ჩვენს საიტზე, VIN ძებნის ველში კოდის შეყვანით, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ იხილოთ ოთხივე ეტაპის დეტალური ფოტო-რეპორტი:
- აუქციონის ფოტოები: ავტომობილის საწყისი მდგომარეობა შეძენის მომენტში.
- ტრანსპორტირება აშშ-ში: ავტომობილის მიყვანა აუქციონიდან ამერიკის პორტის ტერმინალამდე.
- ამერიკის პორტის ფოტო-რეპორტი: კონტეინერში ჩატვირთვამდელი დეტალური ფოტოები.
- ფოთის პორტი: ავტომობილის ჩამოსვლისა და კონტეინერის გახსნის (Unloading) ფოტოები.
სად შეგიძლიათ ნახოთ VIN კოდი?
- ავტომობილზე: საქარე მინის ქვედა მარცხენა კუთხეში (მძღოლის მხარეს), მძღოლის კარის შიდა წირთხლზე (B-pillar) ან ძრავის განყოფილებაში.
- დოკუმენტაციაში: ავტომობილის ტექნიკურ პასპორტში, სადაზღვევო პოლისსა და საექსპორტო საბუთებში (Title / Bill of Sale).
- აუქციონის საიტზე: Copart-ის, IAAI-სა თუ Manheim-ის ლოტის გვერდზე VIN კოდი ყოველთვის ღიად არის მითითებული.


